ფეხბურთი

15:17 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ომ ყატარულ მილიონებზე უარი თქვა

ვეტერან კამერუნელ ფორვარდ სამუელ ეტო’ოს მახაჩყალის “ანჟიდან” ყატარში გადაბარგება შეეძლო, მაგრამ არჩევანი ლონდონის “ჩელსის” სასარგებლოდ გააკეთა. Football Italia-ს ცნობით, აფრიკელს ყატარელები ძალზე მომგებიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღეს.

“ეტო’ოს ერთ-ერთი ყატარული კლუბი ძალიან კარგ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ მან “ჩელსიში” თამაში ისურვა. რაც შეეხება “ინტერს”, მილანელთაგან წინადადებაც კი არ ყოფილა. ჟოზე მოურინიომ ეტო’ო “ჩელსიში” გადასვლაში დაარწმუნა”, - განაცხადა თავდამსხმელის აგენტმა გერმან ტკაჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით, ეტო’ო მილანის “ინტერში” ასპარეზობდა.

0.118952