ფეხბურთი

11:30 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო “ტოტენჰემსაც” მოუნდა

მახაჩყალის “ანჟის” კამერუნელი ვარსკვლავით - სამუელ ეტოოთი ლონდონის “ტოტენჰემი” დაინტერესდა.

Sky Sports Italia-ს ცნობით, სამშაბათს 32 წლის კამერუნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტი ინგლისში ჩავა და მისი კლიენტის მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებას გამართავს.

გარდა “ტოტენჰემისა” ეტოოს შეძენის სურვილი კიდევ ორმა ინგლისურმა გუნდმა - ლონდონის “ჩელსიმ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვეს. კამერუნელით დაინტერესებას იტალიური “ინტერი”, რომა” და “ნაპოლიც” გამოთქვამენ.

0.126296