ფეხბურთი

19:30 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო “ნაპოლიში” გადასვლის წინააღმდეგი არაა

მახაჩყალის “ანჟის” კამერუნელი ვარსკვლავის, სამუელ ეტოოს აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი კარიერის “ნაპოლიში” გაგრძელების წინააღმდეგი არაა.

“ეტოოსთვის იდეალური იქნება ისეთ დიდ გუნდში გადასვლა, როგორიც “ნაპოლია”. თუმცა, ნეაპოლოდან, ჯერჯერობით, არავინ შეგვხმიანებია.” – ციტირებს ეტოოს აგენტის, კლაუდიო ვიგორელის სიტყვებს Radio Kiss Kiss-ი.

როგორც ცნობილია, “ანჟი” მზადაა ნებისმიერ ვარსკვლავს შეელიოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კლუბი 32 წლის ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს მოითხოვს. პრობლემას თავად ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები ქმნის. კამერუნელის წლიური ანაზღაურება 23 მილიონი ევროა და “ნაპოლი” მისთვის ამხელა ხელფასის გადახდას ნამდვილად ვერ მოახერხებს.

0.119658