“ბაზელთან” ჩემპიონთა ლიგის წაგებულ მატჩში (0:1) ლონდონის ”ჩელსის” კამერუნელი შემტევი სამუელ ეტო’ო დაშავდა და გუნდს გაურკვეველი დროით გამოაკლდა. სამუელმა ფეხი 42-ე წუთზე იტკინა და მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს. ოთხშაბათს მას გამოკვლევა ჩაუტარდება და ექიმები მხოლოდ ამის შემდეგ იტყვიან თუ რამდენ ხანს ვერ ითამაშებს კამერუნელი.