ფეხბურთი

22:25 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური პრესა: მოურინიომ იგუაინი დასაჯა

თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გონსალო იგუაინი ცუდი ფორმის გამო დასაჯა და არგენტინელს დასვენების საშუალება არ მისცა.

ლა ლიგის 24-ე ტურში, “რაიოსთან” გასამართ შეხვედრას იგუაინი, მოდრიჩი და არბელოა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მოურინიომ მოდრიჩსა და არბელოას ოთ-ოთხდღიანი დასვენება გამოუწერა, ხოლო იგუაინი დასაჯა და არგენტინელს ვარჯიშებზე გამოცხადება დაავალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო იგუაინის როგორც სათამაშო, ასევე ფიზიკური ფორმით უკმაყოფილოა. არგენტინელს საკლუბო დონეზე გამართულ ბოლო 6 თამაშში არ გაუტანია. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მომატებული წონაა.

0.139207