თამაშგარე

11:31 | 30.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური კალათბურთის ავსტრალიელი ქომაგი

სპორტის სახეობებიდან ფეხბურთი უდავოდ ყველაზე პოპულარულია და ქომაგების რაოდენობაც რომ ყველაზე მეტი ჰყავს – ესეც უდავოა. მაგრამ ფეხბურთს არც კალათბურთი ჩამოუვარდება. მაგალითად, ესპანურ საკალათბურთო გუნდს, მადრიდის “რეალს“ და მის ყველაზე პოპულარულ ამერიკელ მოთამაშე დონტე დრეიპერს ყველაზე ბევრი გულშემატკივარი ჰყოლია. დონტაიეს, რა თქმა, უნდა ავსტრალიიდანაც ქომაგობენ, სადაც დრეიპერს 5 წლის წინ ერთი სეზონი უთამაშია.
ქომაგებს შორის, განსაკუთრებით აქტიურობენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა მათ შორის ყველაზე სექსუალური გოგონაც კი დაასახელეს. ეს არის ავსტრალიის მკვიდრი, მოდელი ჯესიკა კრიბონი, რომელიც ოკეანისგაღმიდანაც აქტიურად ადევნებს თვალყურს თავისი რჩეულის გუნდის მატჩებს. საინტერესოა, მიიქცევს თუ არა დონტეს ყურადღებას ეს ლამაზმანი და მოხდება თუ არა მათ შორის “მოსახდენი“...
 

0.139012