ესპანური გამოცემა Sport.es-ი იუწყება, რომ მადრიდის “რეალის” ახალი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის გეგმაში გერმანელი ფეხბურთელი სამი ხედირა არ შედის.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველის ნაცვლად, მადრიდული კლუბი “სევილიას” შუახაზელის ჟოფრე კონდოგბიას შეძენას გეგმავს.
ჰედირას სატრანსფერო ფასად 18 მილიონი ევრო სახელდება და მისი შეძენის სურვილი “ჩელსისთან” ერთად, “მონაკოსაც” აქვს.
შპორტ.ეს-ი ასკვნის, რომ ხედირას გაყიდვითა და კონდოგბიას 15 მილიონად შეძენით, “რეალი” 3 მილიონით იხეირებს.