აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში 539750 დოლარის საპრიზო ფონდის მქონე ტურნირის ფინალში ესპანური ფინალი შედგა. რეიტინგსიის 29-ე ნომერმა ფერნანდო ვერდასკომ თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს 6:3, 7:6 მოუგო და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მთავარ პრიზთან ერთად 250 სარეიტინგო ქულა და 85900 დოლარი დაიმსახურა.
ჰიუსტონის შეჯიბრების გადამწყვეტმა მატჩმა საათსა და 52 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ვერდასკომ 2 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში მეექვსე ტიტული მოიპოვა.
ფერნანდო ვერდასკოსა და ნიკოლას ალმაგროს ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ჰიუსტონში ისინი ერთმანეთს მეათედ შეხვდნენ და ტურნირის გამარჯვებულმა მეშვიდედ დაამარცხა თანამემამულე ფინალისტი.