ევროპის ლიგის ნახევარფინალისტების დაწყვილების შემდეგ, ნიონში გამართულმა კენჭისყრამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისწინა მატჩებიც გამოავლინა. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან:
“ბაიერნი” – “ბარსელონა”;
“დორტმუნდი” – “რეალი”.
პირველი ნახევარფინალური მატჩები 23-24 აპრილს ჩატარდება, საპასუხო კი, 30 აპრილსა და 1 მაისს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონის "უემბლიზე" 25 მაისს ჩატარდება.