ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტური კატალონიაში გაიხსნა. ადგილობრივმა „ესპანიოლმა“ „გრანადას“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა.
ეს გამარჯვება ბარსელონელთათვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან „გრანადა“ მათი ერთ-ერთი კონკურენტია. სადღეისოდ, კლუბებს შორის სატურნირო ცხრილში სხვაობა 5 ქულაა.
მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 79-ე წუთზე გავიდა - სერხიო გარსიას ჩაწოდებულ ბურთს ექტორ მორენომ თავი დაჰკრა და ბურთს „გრანადას“ კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:0.
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 14000
ესპანიოლი - გრანადა 1:0 (0:0)
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ალვარესი, ლოპესი, სიმაუ, სანჩესი, ლოპესი, გარსია, სტუანი, კორდობა.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გრანადა: რობერტო, ანგულო, ნიომი, მურილიო, ილორი, იტურა, ბუონანოტე, ბრაიმი, რიკო, რესიო, ელ-არაბი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 1:0 მორენო (79)
გაფრთხილება: გარსია (41), კოლოტო (43), სტუანი (57) - რიკო (24), ნიომი (68), იტურა (73), ილორი (75), ელ-არაბი (90)
გაძევება: ალვარესი (30)
კარში დარტყმა: 13 (5) – 13 (1) ჯარიმა: 17 - 18 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 39% - 61% სეივი: 1 – 4