ფეხბურთი

3:34 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ესპანიოლმა“ „ვილიარეალს“ კვლავ ვერ აჯობა

პრიმერას 25-ე ტურს „ესპანიოლის“მოგებათა 2-მატჩიანი სერიით შეხვდა, ხოლო „ვილიარეალს“ ბოლო 2 თამაში წაგებული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ვალენსიელებმა კატალონიაში გამართულ შეხვედრაში 3 ქულის აღება მოახერხეს.

„ყვითელი წყალქვეშა“ ნავი, გომესისა და პერბეს გოლებით, წინ 2 ბურთით გავიდა. 77-ე წუთზე, კორდობამ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო პირველ დამატებულ წუთზე, სერხიო გარსიას ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მან, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ასენხოს ვერ აჯობა.

ეს იყო ზედიზედ მე-11 თამაში, რომელშიც „ესპანიოლმა“ „ვილიარეალს“ ვერ მოუგო.

 

ესპანიოლი-ვილიარეალი 1:2 (0:1)

კორნელა ლობრეგატი, “კორნელა ელ პრატი

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ლოპესი, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, სანჩესი, ლოპესი, სტუანი (ალექსი 78), გონსალესი (კორდობა 46), სიმაო (პიცი 46), გარსია.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე.

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო, გასპარი, მუსაჩო (დორადო 54), პაულისტა, იოკიჩი, გომესი (ტრიგეროსი 74), პინა, სორიანო, ლეივა, დოს სანტოსი, პერბე (უჩე 70).

მწვრთნელი: მარსელინიო.

გოლები: 0:1 გომესი (36), 0:2 პერბე (50), 1:2 კორდობა (78).

გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი: გარსია 90+1.

გაფრთხილებები: სანჩესი 47, სტუანი 60, მორენო 80, კოლოტო 82 - დოს სანტოსი 43, უჩე 85, ასენხო 90, პაულისტა 90.

მსაჯი: ხოსე ტეიშეირა ვიტიენესი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 13 (6)-10 (4), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-5, ჯარიმა: 12-19.

0.122253