ფეხბურთი

5:07 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ესპანიოლმა“ ანდალუსიაში იმარჯვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტური ორი მატჩით გაიხსნა. კატალონიურმა „ესპანიოლმა“ „მალაგა“ დასაგარეო მატჩში დაამარცხა, „ელჩემ“ და „ბილბაომ“ კი, ქულები გაიყვეს.

33-ე წუთზე, „ესპანიოლის“ შემტევმა სერხიო გარსიამ მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაჰკრა და კატალონიელები წინ გაიყვანა. სტუმართა სიხარულმა მხოლოდ წუთს გასტანა - პაბლო პერესის შედეგიანი დარტყმის წყალობით, ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა. გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმში, „ესპანიოლი“ გააქტიურდა და მიზანსაც მიაღწია - პიცის ზუსტმა დარტყმამ სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.

„ელჩემ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და ქულის მოპოვება მოახერხა. მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური შედეგითაც დასრულდა - 0:0.

 

მალაგა. „ლა როსალედა“. 22600

მალაგა - ესპანიოლი 1:2 (1:1) 

მალაგა: კაბალიერო, ველიგტონი (იაკოვენკო 69), ანხელერი, ანტუნეში (ელ-ჰამდაუი 80), ფლავიუ, პერესი, დარდერი, ამრაბატი, პორტილიო, სანტა კრუსი, სამუ (ელიზეუ 69).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

ესპანიოლი: კასილია, სიდნეი, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სანჩესი, ლოპესი (ფერნანდესი 83), გარსია, სტუანი, პიცი (ტორჟე 90), კორდობა (გონსალესი 66).

წვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლი: 0:1 გარსია (33), 1:1 პერესი (34), 1:2 პიცი (76)

გაფრთხილება: პერესი (51), იაკოვენკო (90) - სტუანი (16)

გაძევება: პერესი (78)

კარში დარტყმა: 16 (5) – 7 (4) ჯარიმა: 7 - 8 კუთხური: 3 - 8 თამაშგარე: 6 - 6 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 2 – 4

 

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 25000

ელჩე - ბილბაო 0:0

ელჩე: ერერა, სისმა, სუარესი, პელეგრინი, ბოტია, სანჩესი, პერესი, როდრიგესი (ჩავესი 82), მანუ (ხილი 57), კორომინასი, ბოაკე (ერერა 64).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა (სუსაეტა 70), სან-ხოსე, ბალენსიაგა, ლაპორტი, იტურასპე, რიკო, ერერა (მორანი 78), დე მარკოსი, ადურისი (ტოკერო 82), მუნიაინი.

წვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილება: პერესი (61), სისმა (85) - ერერა (52), ტოკერო (83)

კარში დარტყმა: 12 (2) – 8 (1) ჯარიმა: 25 - 17 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 1 – 2

0.118533