ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28–ე ტურის დღევანდელმა დღემ მასპინძელთა აბსოლუტური უპირატესობით ჩაიარა. სტუმრები უქულოდ დარჩნენ და ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი იყო.
ყველაზე უხვგოლიანი მადრიდის „რეალისა“ და „მალიორკას“ მატჩი გამოდგა – „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა ერთბაშად 7 გოლი იხილეს. შეხვედრა მასპინძელთათვის ერთობ უსიამოვნოდ დაიწყო – ემილიო ნსუემ ჯოვანი დოს სანტოსის პასით იხეირა და „მალიორკა“ დააწინაურა. მადრიდელები არ დაბნეულან და წონასწორობის აღდგენაც მალევე მოახერხეს. პეპეს პასის შემდეგ, გონსალო იგუაინი დაუცველ კართან ახლოს აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია.
რამდენიმე წუთში, მალიორკელები ალეხანდრო ალფაროს გოლის წყალობით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ და ადგილობრივი ქომაგი აანერვიულეს. მართალია, „რეალმა“ პირველსავე ტაიმში ვერ მოახერხა წონასწორობის აღდგენა, მაგრამ დასკვნით ტაიმში მეტოქეს ისეთი დღე აყარა, მადრიდელი გულშემატკივრები კმაყოფილი დატოვა.
52–ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, მოგვიანებით კი, ლუკა მოდრიჩის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქის კარში აღმოჩნდა და ტაბლოზეც 3:2 აინთო. ცხადი იყო, რომ მადრიდელები 3 ქულას აღარ დათმობდნენ და უპირატესობის გაზრდაზე იზრუნებდნენ.
ასეც მოხდა: გონსალო იგუაინმა და კარიმ ბენზემამ კიდევ 2–ჯერ დალაშქრეს მალიორკელთა კარი და „რეალს“ 5:2 მოაგებინეს.
„ხეტაფემ“ მარსელო ბიელსას დამოძღვრილ „ბილბაო“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაუშვა. მატჩის დებიუტში, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ბორხა დაუხვდა და „ხეტაფე“ დააწინაურა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდიც ეს იყო – 1:0.
იოლი მატჩი ჰქონდა „ვალენსიას“, რომელსაც „ბეტისთან“ მოუწია გაჯიბრება. ანდალუსიელები მე–15 წუთის შემდეგ 10–კაციანი შემადგენლობით თამაშობდნენ, რამაც მატჩზე დიდი გავლენა იქონია. „ღამურები“ მე–16 წუთზე, რობერტო სოლდადოს პენალტით წინ გაიჭრნენ და მატჩის სადავეები ხელიდან აღარც გაუშვიათ. თუმცა, ვალენსიელებმა უპირატესობის გაზრდა კარგა ხანს ვერ შეძლეს. საბოლოოდ, 85–ე წუთზე, ანგარიში 2:0 კი გახდა, მაგრამ ეს „ბეტისელი“ პაულანის „დამსახურებაა“, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გოლით ბრაზილიელი ჟონასიც გამოირჩა და ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა.
უხვგოლიანი მატჩი შედგა სან სებასტიანშიც, სადაც ადგილობრივმა „სოსიედადმა“ „ვალიადოლიდი“ მიიღო და 4:1 დაამარცხა. ამ გამარჯვების წყალობით, „სოსიედადმა“ სატურნირო ცხრილში მე–4 ადგილზე აინაცვლა, თუმცა მისი კონკურენტი „მალაგა“ თავის მატჩს კვირას ჩაატარებს და, შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 78000
რეალი – მალიორკა 5:2 (1:2)
რეალი: ლოპესი, არბელოა (იოზილი 46), რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, პეპე, კაკა (ალონსო 62), მოდრიჩი, რონალდუ, იგუაინი, მორატა (ბენზემა 62).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მალიორკა: ავატი, ჰატონი, ნუნეში, კევინი, ბიხასი, პინა, ტისონე (ფონტასი 83), ნსუე (ჰემედი 66), ალფარო, დოს სანტოსი, კასადესუსი (პერეირა 78).
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო
გოლები: 0:1 ნსუე (6), 1:1 იგუაინი (15), 1:2 ალფარო (21), 2:2 რონალდუ (52), 3:2 მოდრიჩი (54), 4:2 იგუაინი (58), 5:2 ბენზემა (90)
გაფრთხილება: ტისონე (39)
კარში დარტყმა: 17 (10) – 8 (4) ჯარიმა: 9 - 11 კუთხური: 11 - 4 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 74% - 26% სეივი: 2 – 6
სან სებასტიანი. „ანოეტა“. 25000
სოსიედადი – ვალიადოლიდი 4:1 (3:0)
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია (ანხელი 66), მარტინესი (ესტრადა 79), მარტინესი, პრიეტო (პარდო 68), ილიარამენდი, სურუტუსა, გრიზმანი, აგირეჩე, ველა.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
ვალიადოლიდი: ერნანდესი, სერენუ, რუკავინა, ბალენსიაგა, რუედა, ალვარო (ბარაჰა 83), ოსკარი, ომარი, სასტრე, რამა (ბუენო 56), მანუშუ (გერა 70).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
გოლები: 1:0 გრიზმანი (33), 2:0 აგირეჩე (39), 3:0 გრიზმანი (44), 4:0 პრიეტო (48), 4:1 გერა (87)
გაფრთხილება: ბალენსიაგა (33)
კარში დარტყმა: 16 (11) – 10 (6) ჯარიმა: 3 - 11 კუთხური: 4 - 7 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 5 – 6
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 10500
ხეტაფე – ბილბაო 1:0 (1:0)
ხეტაფე: მოია, ტორესი (ლოპო 26), ლოპესი, ფერნანდესი, ესკუდერო, ბორხა, ლეონი, კასტრო (ლაფიტა 75), ტორესი, ბარადა (ლასენი 85), კოლუნგა.
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან–ხოსე, ეკისა, ლაპორტი, იტურასპე (მუნიაინი 58), ერერა, დე მარკოსი, სუსაეტა (ტოკერო 68), ადურისი (ლიორენტე 64), გომესი.
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა
გოლი: 1:0 ბორხა (6)
გაფრთხილებები: ფერნანდესი (39), ბორხა (90) – ადურისი (20), იტურასპე (36), ერერა (49), ლაპორტი (83)
კარში დარტყმა: 16 (10) – 9 (1) ჯარიმა: 14 - 12 კუთხური: 8 - 6 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 40% - 60% სეივი: 3 – 7
ვალენსია. „მესტალია“.
ვალენსია – ბეტისი 3:0 (1:0)
ვალენსია: ალვესი, მატიე, რამი, რამი, პერეირა, გუარდადო (სისოკო 84), ბანეგა (კანალესი 68), კოსტა, ფეგული, პარეხო, სოლდადო (ვალდესი 52), ჟონასი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ბეტისი: ადრიანო, ნაჩო (მარტინესი 69), ლოპესი, მარიო, ამაია, ბენიატი (იგებორი 80), კანიასი, კასტრო, მოლინა, პაბონი, კემპბელი (პაულანი 19).
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლები: 1:0 სოლდადო (16პ.), 2:0 პაულანი (85ს.კ), 3:0 ჟონასი (90)
გაფრთხილებები: რამი (38), მატიე (44), ფეგული (75) – ნაჩო (11), მოლინა (58), ლოპესი (75)
გაძევება: ამაია (15)
კარში დარტყმა: 14 (6) – 8 (4) ჯარიმა: 18 - 10 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 68% - 32% სეივი: 4 – 5
ბომბარდირები: მესი (ბარსელონა) – 40, რონალდუ (რეალი) – 27, ფალკაო (ატლეტიკო) – 21, ნეგრედო (სევილია), სოლდადო (ვალენსია) – 14.