ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი რაულ ალბიოლი ბელარუსთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ესპანური პრესის ცნობით, “ნაპოლის” უკანახაზელმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო და ის ეროვნულ გუნდს გამოაკლდა. Aშ-ის ინფორმაციით, ალბიოლის შეცვლის კანდიდატი სამია – “სოსიედადის” ცენტრალური მცველი ინიგო მარტინესი, “რეალის” უნივერსალი უკანახაზელი ნაჩო ფერნანდესი და “ბარსელონას” ფეხბურთელი მარკ ბარტრა.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, “ფურია როხა”, 11 ოქტომბერს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო 4 დღის შემდეგ საქრათველოს ნაკრებს დაუხვდება.