კალათბურთი

17:13 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთს 2 ქულა აჩუქეს

საინტერესო ეპიზოდი დაფიქსირდა ესპანეთის და სენეგალის საკალათბურთო ნაკრებთა მატჩში. მსოფლიო ჩემპიონატის ამ მერვედფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა წინდაწინვე გარკვეული გახლდათ, თუმცა კი, მსაჯები მასპინძლებს დამატებით 2 ქულითაც წაეხმარნენ.

საქმე ეხება პაუ გასოლთან დაკავშირებულ მომენტს, როდესაც მისი ნასროლი ბურთი კალათში ქვევიდან ავარდა და შემდეგ ისევ ბადეში ჩაეშვა, არბიტრებმა კი 2 ქულის ჩავარდნა დააფიქსირეს და ესპანელ კალათბურთელს ბონუს-ჯარიმაც ასროლინეს. განმეორებაზე ამ ეპიზოდის აბსურდულობა თვალნათლივ სჩანდა, თუმცა, მსაჯებს გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა გასული თამაში 89:56 მოიგეს და მეოთხედფინალში საფრანგეთს ეთამაშებიან.

http://www.dailymotion.com/video/x25dksk_les-arbitres-accordent-a-l-espagne-un-panier-pourtant-illegal_sport

0.116263