4 სექტემბერს სლოვენიაში დაიწყო კონტინენტის მორიგი საკალათბურთო პირველობა და ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის წინა ჩემპიონატის მსგავსად ბრწყინვალე სტარტი აიღეს. პირველ საასპარეზო დღეს საქართველო-პოლონეთის გარდა კიდევ 11 მატჩი გაიმართა, რომელთა შორის ყველაზე დრამატულად A და B ჯგუფების შეხვედრებმა ჩაიარა, საქართველოს ნაკრების ჯგუფში ფავორიტებმა, ესპანეთმა და სლოვენიამ მოგებები იზეიმეს, თუმცა, თუ პირენელებმა თავიანთი უპირატესობა თვალნათლივ დაგვანახეს, ბალკანელები მარცხს ძლივს გადაურჩნენ.
A ჯგუფი
ისრაელი – დიდი ბრიტანეთი 71:75 დ.დ. (17:22, 13:12, 22:13, 14:19, 5:9)
უკრაინა – ბელგია 58:57 (11:12, 15:24, 14:12, 18:9)
საფრანგეთი – გერმანია 74:80 (14:27, 25:16, 17:14, 18:23)
B ჯგუფი
ლატვია - ბოსნია 86:75 (20:20 23:13 19:24 24:18).
მაკედონია – ჩერნოგორია 80:81 (24:25, 22:20, 21:19, 13:17)
ლიტვა – სერბეთი 56:63 (10:20, 17:13, 14:18, 15:12)
C ჯგუფი
ესპანეთი – ხორვატია 68:40 (24:9 9:11 16:17 19:3)
ესპანელები ხორვატებთან ფავორიტები კი იყვნენ, მაგრამ ბალკანელთა ესოდენ დიდი ანგარიშით განადგურებას ცოტა ვინმე თუ ელოდა. პირენელებმა ასპარეზობის ბედი პრაქტიკულად პირველსავე პერიოდში გადაწყვიტეს, როდესაც დასაწყისშივე 15:0 “გაქცევა” მოაწყვეს. 15 ქულიანი ჰანდიკაპი ესპანელებმა პირველი მეოთხედის ბოლომდე შეინარჩუნეს, მეორე პერიოდში ხორვატებმა გაიბრძოლეს, თუმცა, მეორე ტაიმში რუდი ფერნანდესი, მარკ გასოლი, რიკი რუბიო და მათი პარტნიორები კვლავ შეუჩერებლები იყვნენ და ხორვატებს საქართველოსთან მატჩის წინ მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეები შემდეგი კალათბურთელები გახდნენ
ესპანეთი: ფერნანდესი (15ქ, 8მ), მარკ გასოლი (14ქ, 11მ), კალდერონი (13), რუბიო (7ქ, 7პ), როდრიგესი (5ქ)
ხორვატია: ბოგდანოვიჩი (12ქ, 7მ)
სლოვენია – ჩეხეთი 62:60 (21:19, 15:13, 15:14, 11:14)
ჩეხეთმა დიდი ბრძოლა გაუმართა ტურნირის მასპინძელს და დაამტკიცა, სლოვენიაში სტატისტის როლს რომ არ დასჯერდება. ამ მატჩში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა მეოთხე პერიოდის დასრულებამდე წუთითა და 37 წამით ადრე, როდესაც ჩეხმა იან ველშმა ზუსტი ორქულიანით ანგარიში გააყაიმა – 60:60. დარჩენილ დროში სლოვენიელებმა თითოჯერ მოახერხეს საჯარიმო ტყორცნების რეალიზაცია და უმძიმესი შეხვედრა მოიგეს. არადა, მატჩის ფინიშამდე 7 წამით ადრე ბურთს სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ დასკვნითი შეტევა უგერგილოდ წარმართეს...
სლოვენია: იურე ბალაჟიჩი (11ქ, 8მ), გორან დრაგიჩი (8ქ, 3მ, 9 პასი), გასპერ ვიდმარი (9ქ, 6მ), მირზა ბეგიჩი (8ქ, 8მ).
ჩეხეთი: ტომაშ სატორანსკი (12ქ, 4მ, 4პ), იან ვესელი (17ქ, 7მ)
D ჯგუფი
თურქეთი – ფინეთი 55:61 (8:10, 11:22, 19:17, 17:12)
შვედეთი – საბერძნეთი 51:79 (13:15, 8:24, 14:20, 16:20)
რუსეთი – იტალია 69:76 (18:25, 11:17, 13:14, 27:20)
ბოლოს პირველი ტურის სნაიპერებზეც ვთქვათ. სასტარტო დღეს ყველაზე შედეგიანი 25 ქულით იტალიელი ლუიჯი დატომე გახდა. მას ერთი ქულით ლატვიელი როლანდს ფრეიმანისი ჩამორჩა. 23 ქულა მოუტანეს თავიანთი ნაკრებების აქტივს ქართველმა ვიქტორ სანიკიძემ და მაკედონიის ნაკრების უკანახაზელმა ბო მაკალებმა.
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma