ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ძირითადი ფორმა წარადგინა, რომლითაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა შესარჩევ ციკლში, I ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოდიოდა, პირველი ადგილი დაიკავეს.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 6 დეკემბერს ქალაქ კოსტა და საუიპეში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ესპანელები 16 ნოემბერს ამხანაგურ თამაშს ეკვატორულ გვინეასთან ჩაატარებენ, ხოლო 19 ნოემბერს სამხრეთ აფრიკასთან ისპარინგებენ.