ფეხბურთი

19:54 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა 5 თამაში დაგეგმა

ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში ჩასატარებელი თამაშების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. Football Espana-ს ცნობით, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 27 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ კომერციულ ტურნირზე გამოვლენ. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის მეტოქეები კი ნიგერია, კოტ-დივუარი, ბოსნია, საბერძნეთი და ჰონდურასი იქნებიან.

მუნდიალის ფინალურ სტადიაზე ესპანეთის ნაკრები ჯგუფში ჰოლანდიას, ჩილესა და ავსტრალიას დაუპირისპირდება.

0.113473