ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
“ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე დავრჩები. ეროვნული გუნდიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგნელად ვიმუშაო და სხვა და სხვა დავალებების შესასრულებლად ვიმოგზაურო”- იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს გამოცემა Football Espana იუწყება.
დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ მისი გუნდის მომდევნო მიზანი კონფედერაციათა თასის მოგებაა:
“ჩვენი გუნდი კონფედერაციათა თასისთვის მზადაა. ეს ჩვენი მომდევნო მიზანია. წარმატების მიუხედავად, ბევრმა საუცხოო სპორტსმენმა ყოველთვის წინ უნდა გაიხედოს და წარსულით არ იცხოვროს”.