როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, შესარჩევში ერთი მატჩიღა დარჩა: 15 ოქტომბერს, ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთთან. ბოლო სამი დიდი ტურნირის ტრიუმფატორი, ქართველებს ქალაქ ალბასეტეს სტადიონზე უმასპინძლებს – "კარლოს ბელმონტზე", რომელიც 17300 მაყურებელს იტევს.
ბილეთის ფასიც დადგენილია: 20-დან 50 ევრომდე. ბილეთების 62 პროცენტი 20 ევრო ღირს.
მანამდე, 11 ოქტომბერს, ესპანელები შესარჩევის ბოლოსწინა მატჩს ბელარუსთან გამართავენ პალმა-დე-მალიორკაში.
ცნობისთვის, "ფურია როხამ" ალბასეტეში ბოლოს 2008 წელს ითამაშა, როცა სომხებს 4:0 სძლია.