კალათბურთი

10:18 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ერთპიროვნული ლიდერია

სევილიაში A ჯგუფის მესამე ტურში ერთმანეთს დაუმარცხებელი ნაკრებები ესპანეთი და ბრაზილია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებელი დაძაბული ორთაბრძოლის მოლოდინში იყო, თუმცა, მათდა გასახარად “ფურია როხა” თავიდანვე სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა ანგარიშში და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.

მასპინძელთაგან მოგებაში ლომის წილი პაუ გასოლმა დაიდო. მან 29 წუთი გაატარა პარკეტზე და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 29 ქულას 9 მოხსნა, 3 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

ჯგუფი A

გრანადა. 8810 მაყურებელი

ბრაზილიაესპანეთი 63:82 (14:30, 18:15, 15:21, 16:16)

ბრაზილია: ბარბოზა (11ქ), ვარეჟაო (10ქ), უერტასი (8ქ), ვიეირა (7ქ, 5მ), ილარიო (7ქ, 5მ), მაჩადო (6ქ), სპლიტერი (6ქ), ტეილორი (4ქ), გარსია (2ქ), ნეტო (2ქ), ხეტმაიერი.

ესპანეთი: პაუ გასოლი (26ქ, 9მ, 3დ), როდრიგესი (12ქ), ნავარო (10ქ, 4პ), მარკ გასოლი (8ქ, 5მ, 3პ), ლული (7ქ), ფერნანდესი (6ქ), იბაკა (5ქ, 5მ), კალდერონი (5ქ), რუბიო (2ქ, 6პ), რეიესი (1ქ), აბრინესი, კლავერი.

1. ესპანეთი           3   3   0   263-177

2. საფრანგეთი     3   2   1   231-193

3. სერბეთი           3   2   1   241-208

4. ბრაზილია        3   2   1   207-195

5. ირანი                3   0   3   180-252

6. ეგვიპტე            3   0   3   173-270

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.153078