2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ესპანეთი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მომავალი ტურნირისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ევრობასკეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მოქმედ ევროპის ჩემპიონთა დამრიგებელმა ხუან ორენგამ ნაკრებში შემდეგ კალათბურთელებს უხმო: ხოსე კალდერონი (“დალასი”, NBA), რიკი რუბიო (“მინესოტა”, NBA), სერხიო ლული, სერხიო როდრიგესი, რუდი ფერნანდესი (ყველა – “რეალი”), ალექს მუმბრუ (“ბილბაო”), ფერნანდო სან ემეტერიო (“კახა ლაბორალი”), ვიკტორი კლავერი (“პორტლენდი”, NBA), მარკ გასოლი (“მემფისი”, NBA), ხერმან გაბრიელი (“ესტუდიანტესი”), ხავი რეი (“გრან კანარია”), პაბლო აგილარი (“ვალენსია”).
როგორც ხედავთ, ორენგას სიაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან (NBA) 4 კალათბურთელია, დანარჩენები კი ესპანურ ლიგას წარმოადგენენ. საინტერესოა, რომ ეროვნულ გუნდში ვერ მოხვდა “ბარსელონას” ვერცერთი კალათბურთელი – ხუან კარლოს ნავაროს უარის შესახებ ადრევე გახდა ცნობილი, კატალონიელთა სხვა წევრების მიწვევა კი მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა.
ცნობილია იმ სამი კალათბურთელის ვინაობაც, რომლებიც ორენგას სარეზერვო სიაში მოხვდნენ. ხავი რაბასედა (“ბარსელონა”), ნაჩო მარტინი (“ვალიადოლიდი”) და ალბერტო გორბაჩო (“ობრადოირო”) ეროვნულ გუნდში რომელიმე მოთამაშის დაშავების შემთხვევაში მოხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ნავაროს გარდა, ესპანელებს სლოვენიაში დაგეგმილ ევრობასკეტზე კიდევ არაერთი საჭირო კალათბურთელი დააკლდებათ. სხვადასხვა მიზეზთა გამო ორენგა “ლოს ანჟელეს ლეიკერსის”, “ოკლაჰომა სიტი თანდერის” და მადრიდის “რეალის” ფორვარდებს – პაუ გასოლს, სერჟ იბაკას და ნიკოლა მიროტიჩს მოისაკლისებს.
შეგახსენებთ, რომ მიროტიჩი ესპანურ ლიგაში რეგულარული სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დაასახელეს და მის ნაკრებში გამოჩენას ორენგა ბოლო წუთამდე ელოდა, თუმცა, ჩერნოგორიაში დაბადებული კალათბურთელი შეკრებაზე არ გამოცხადდა.
სამაგიეროდ, გუნდში არიან პაბლო აგილარი, რომელმაც ესპანელთა ღირსება ბოლოს 2009
“ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას სწორედ ეს 12 კალათბურთელი და სამიც სათადარიგო დაიწყებს. ამ გუნდის მიზანი კვლავ იგივეა – მხოლოდ გამარჯვება. გვინდა, ის შედეგი დავაფიქსიროთ, რომელიც აწ უკვე დაშლილ ქვეყნებს – საბჭოთა კავშირს და იუგოსლავიას ჰქონდათ ანუ ევროპის პირველობა ზედიზედ მესამედ მოვიგოთ”, - განაცხადა ორენგამ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ცელიეში გამწესებულ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათ გარდა სლოვენიის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ითამაშებენ. ქართულ-ესპანური დაპირისპირება პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს, 9 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.