მსოფლიო რეიტინგსიის მეხუთე ნომერი დავიდ ფერერი ბუენოს აირესის Copa Claro-ს მოქმედი ჩემპიონია და წლევანდელი ტურნირის მეოთხედფინალში კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდოს 6:4, 7:6 დამარცხების შემდეგ გავიდა. ფერერის შემდეგი მეტოქე მისივე თანამემამულე ალბერტ რამოსია, რომელმაც გზიდან იტალიელი ფილიპ ვოლანდრი ჩამოიცილა.
ფერერისა და ხირალდოს დაპირისპირებამ თითქმის 2 საათს გასტანა. 31 წლის დავიდმა 5 ბრეიკი და ერთიც ეისი შეასრულა.
მეოთხედფინალშია კიდევ ერთი ესპანელი ნიკოლას ალმაგრო. მან თანამემამულე დანიელ ხიმენო-ტრავერს 1:6, 7:5, 6:4 სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად ფრან ჟერემი შარდთან მოუწევს დაპირისპირება. ჟერემიმ მეორე წრეში 3 სეტით უკრაინელ ოლეკსანდრ დოლგოპოლოვს მოუგო.