საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან წაგებული ამხანაგური მატჩის (1:0) შემდგომ, ესპანელი ფეხბურთელები ჟურნალისტებთან წარდგნენ და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
დავიდ დე ხეა: “კარგად ვითამაშეთ, თუმცა შედეგი სამარცხვინოა. ძალიან მოხარული ვარ, ნაკრებში თამაშით. ჩემთვის დიდი სტიმულია სასტარტოში თამაში”.
დიეგო კოშტა: “კარგად ვითამაშეთ. ნაკრებში ყოველი თამაშისას, უკეთესად ვგრძნობ თავს. ბევრი შრომის შედეგად, შედეგი აუცილებლად მოვა. ჩემი გეგმა, ნაკრებში თავის დამკვირდრება და წარმატებით თამაში”.
პაკო ალკასერი: “მოხარული ვარ ნაკრებში დებიუტით. აქ ფეხბურთელები და მწვრთნელი უმაღლესი დონის არიან. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ესპანეთი მალე დაბრუნდება ტრიუმფით”.
ესპანეთის ნაკრები, მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, მაკედონიის წინააღმდეგ შინ ჩაატარებს.
ირაკლი ალიმბარაშვილი