ფეხბურთი

12:37 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელები და იტალიელები არგენტინელზე შეთანხმდნენ

მადრიდის „რეალმა“ და „ნაპოლიმ“ გონსალო იგუაინის სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკეს. ამის თაობაზე ცნობას პოპულარული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.

თავდაპირველად კასტილიური გრანდი არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიდა, მაგრამ სამხრეთიტალიელებთან მოლაპარაკების შემდეგ მაზანდას ოდნავ დაუწია და მზადაა 25 წლის თავდამსხმელს 35 მილიონად შეელიოს.

შეგახსენებთ, იგუაინის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი ჩრდილოლონდონურ „არსენალსაც“ ჰქონდა, მაგრამ, სავარაუდოდ, გონსალო კარიერას სერია A-ში გააგრძელებს. გასულ სეზონში იგუაინმა პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაში ჯამში 37 შეხვედრა ჩაატარა და ამ მატჩებში თავი 17 გოლით გამოიჩინა.

0.114409