ესპანელმა ფერნანდო ვერდასკომ აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში სლოვენიელ ბლაჟ როლას მოუგო და საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 400-ე მოგება იზეიმა. მოქმედ მოთამაშეთაგან ვერდასკო მეთორმეტეა, რომელმაც მოგებათა ამ ზღვარს უწია.
შეგახსენებთ, სადღეისოდ 30 წლის ფერნანდო მსოფლიოს რეიტინგში 37-ე ადგილზეა.
კიდევ ერთ ესპანელს ტომი რობრედოს რაც შეეხება, მან აშშ-ის ჩემპიონატის საწყის სტადიაზე ფრანგ ედუარდ როჟე-ვასელინს 6:4, 6:3, 6:4 სძლია და როგორც გრუნტის, ასევე ჰარდის კორტზე მოგებათა რაოდენობა 200 გახადა. მოქმედ ჩოგბურთელთაგან იგი მესამეა, რომელსაც 200-200-ჯერ გრუნტის და ჰარდსაფარიან ასპარეზზე უმარჯვია. უფრო ამ ადრე ამ ნიშნულს აგრეთვე ესპანელებმა რაფა ნადალმა და დავიდ ფერერმა მიაღწიეს.