ფეხბურთი

19:41 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესიენი საფრანგეთში არ დაბრუნდება

ლონდონის “ჩელსის” განელი ნახევარმცველი მაიკლ ესიენი ფრანგულ “ბასტიაში” გადასვლას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინათ ფრანგულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 31 წლის ფეხბურთელი, რომელსაც წელს ინგლისურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, შესაძლოა, თავის პირველ პროფესიულ კლუბს დაბრუნებოდა.

“მაიკლი “ჩელსის” ფეხბურთელად რჩება და საფრანგეთში გადასვლაზე არ ფიქრობს. ლიგა 1-ში ის მხოლოდ “ლიონისა” და “მარსელის” შემადგენლობაში თუ ითამაშებდა, მაგრამ ამ კლუბებიდან წინადადებები არ მოგვსვლია. “ბასტიაში” გადასვლა საკუთარი თავის უპატივცემობა იქნებოდა და აქ ფინანსური მხარე არაფერ შუაშია. შესაძლოა, ესიენმა ზამთარში “ჩელსი” დატოვოს, რადგან მის მიმართ დაინტერესებას რამდენიმე მსხვილი ევროპული კლუბი იჩენს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში გამოდიან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია” - განაცხადა მისმა აგენტმა ფაბიენ პივეტომ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ესიენმა მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე სულ რაღაც 141 წუთი გაატარა.

0.113801