ფეხბურთი

17:40 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესიენი “მილანში” გადავიდა

31 წლის მიქაელ ესიენი ლონდონის “ჩელსიდან” “მილანში” გადავიდა. ჩრდილოიტალიის საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, განელმა ნახევარმცველმა მილანელებთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“ჩელსის” რიგებში ესიენმა ორჯერ ინგლისის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და ასევე, ინგლისის თასი მოიგო. საერთო ჯამში, მან ლონდონელთა შემადგენლობაში 256 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

0.104539