ფეხბურთი

17:10 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესიენი ექიმებმა “დაბრაკეს”

მაიკლ ესიენმა, იტალიურ “მილანში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და დიდი ალბათობით, უკან, ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდება.

31 წლის განელი იტალიაში პარასკევს საღამოს ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება შაბათ დილით უნდა გაევლო, მაგრამ კონტრაქტი ჯერაც ხელმოუწერელია. La Repubblica-ს ცნობით, ესიენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა.

რაღა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში გარიგების დასრულება, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა და დიდი ალბათობით, ფეხბურთელს ლონდონში მოუწევს დაბრუნება. წყარო იუწყება, რომ მაიკლს განმეორებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ესიენმა მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.118309