“ჩელსის” ნახევარმცველი მაიკლ ესიენი, რომელიც მადრიდის “რეალში” იჯარით თამაშობს, სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონურ კლუბში დაბრუნდება.
“ჩემს მომავალთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. “ჩელსის” ფეხბურთელი ვარ, ხოლო “რეალში” იჯარით ვთამაშობ. აშკარაა, რომ ლონდონელები გარდამავალ პერიოდში იმყოფებიან. მომდევნო სეზონში კი, გუნდი კვლავ შეეცდება რამდენიმე ტიტულის მოპოვებას”, – იუწყება განელი ნახევარმცველის სიტყვებს შკყ შპორტს-ი.
მიმდინარე სეზონში ესიენმა სხვადასხვა ტურნირებში “რეალში” 27 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ საგოლე გადაცემაც შეასრულა.