თამაშგარე

11:33 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ეშმაკებზე” შეყვარებული ბეტი

ახალგაზრდა ინგლისელი მოდელი, ბეტ ჰემფრი, ”მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარი ყოფილა და მან კუნძულელ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ”მანკუნიანელებს” ჯერ კიდვე ბავშვობიდან ქომაგობს და რამე რომ იყოს, ამ კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ბეტ ჰემფრი სულაც არ ჰგავს ნიჰილისტ ქომაგებს და “მანიუს” არცთუ საამო მდგომარეობის მიუხედავად ამბობს, რომ ეს ჩავარდნა მხოლოდ დროებითი მოვლენაა და მან კარგად იცის, რომ ამქვეყნად არაფერია მარადიული და არც ფერგიუსონი იქმნებოდა მუდმივად მისი საყვარელი კლუბის მესაჭე.

ბეტი სულ რაღაც 19 წლის გოგონაა, თუმცა დიდი და გამოცდილი ქომაგივით საუბრობს და აშკარაა, რომ ფეხბურთი სხვათა დასანახად ნამდვილად არ უყვარს. მან ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ ”უადგილო ადგილას” “მანიუს” ემბლემაც ახატია, მაგრამ კონკრეტულად სად – ეს კი აღარ უთქვამს...

0.120684