ფეხბურთი

19:50 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოულმა ლაზარეთს 2 კვირით მიაშურა

ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველი ეშლი კოული ტრავმირებულია და მის მკურნალობას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

32 წლის ფეხბურთელმა ტრავმა “მანჩესტერთან” ასოციაციის თასზე გამართულ შეხვედრაში მიიღო. მან მოედანი 22-ე წუთზე დატოვა. თამაშის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ინგლისელ მარცხენაფლანგელს მუხლქვედა მყესები აქვს დაზიანებული და ის ლაზარეთში 2 კვირას დაჰყოფს.

ამრიგად, კოული ევროპის ლიგაზე “რუბინთან” ორივე შეხვედრას გამოტოვებს. ის ვერც პრემიერლიგაში, “სანდერლენდის” წინააღმდეგ ითამაშებს. 14 აპრილს, “არისტოკრატები” ასოციაციის თასის 1/2-ფინალში “სიტის” ეთამაშებიან და კოულის მონაწილეობა ამ მატჩშიც საეჭვოა.

0.118237