თამაშგარე

16:21 | 16.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოულის ყოფილი ცოლი პარიზში დასეირნობს

“ჩელსისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის, ეშლი კოულის ყოფილი ცოლი, მომღერალი შერილი იმის ნაცვლად, რომ ევრო-2012-ზე გამგზავრებულიყო, პარიზში დასეირნობს და ღამის კლუბებში ატარებს დროს. ერთ-ერთ ღამის კლუბში პაპარაცებმა მოჰკრეს თვალი მაგიდასთან მარტოდმარტო მჯდარ მშვენიერ შერილს, რომელსაც შესანიშნავი კაბა ეცვა და ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ იქ მყოფნი თვალს ვერ აშორებდნენ. ის ღამის კლუბის დიდი სატელევიზიო ეკრანიდან ადევნებდა თვალს ინგლისის ნაკრების თამაშს.
საინტერესოა, შეიტყო თუ არა ამის შესახებ ეშლი კოულმა და რა რეაქცია გამოამჟღავნა. არადა, ფეხბურთელისათვის, როგორც თავად უთქვამს, ცხოვრებაში მხოლოდ ორი ადამიანი არსებობს - მწვრთნელი და შერილი.
 

0.118485