თამაშგარე

11:39 | 9.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოულის ნაცოლარს, გული პატარა ბიჭისკენ მიუწევს

ინგლისელი ფეხბურთელის, ეშლი კოულის ყოფილი ცოლი, მომღერალი შერილ ტვიდი არასოდეს მალავდა, რომ ქმართან დაშორების შემდეგ, ძალიან შეუყვარდა დროებითი ურთიერთობები და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ სასურველი მამაკაცი საწოლამდე არ მიიტყუოს.
რამდენიმე დღის წინ კი, შერილ ტვიდმა განაცხადა, რომ ნამეტანი მოუვიდა თვალში, ინგლისელი ტრამპლინიდან წყალში მხტომელი ტომ დეილი. ამ ყველაფერში უცნაური და დაუჯერებელი რასაკვირველია არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ტომ დეილი სულ რაღაც 18 წლისაა!
შერილ ტვიდის მორალური ფასეულობები რა ჩვენი შესაფასებელია, მაგრამ ბრიტანელმა პურიტანებმა კი გვარიანად შეჯორეს ინგლისელი მომღერალი და სულ ”გარყვნილი” და ”პედოფილი” ეძახეს. შერილ ტვიდისათვის პედოფილის ძახილი ცოტა ზედმეტია, რადგან მისი რჩეული ყმაწვილი 18 წლისაა და შესაბამისად სრულწლოვანიცაა. აი გარყვნილებაზე კი აშკარად ღირს საუბარი...

0.144139