თამაშგარე

13:54 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოული VS დონატელა პანაიოტო

აყალმაყალის და ინციდენტების მოყვარული ფეხბურთელი, ლონდონის საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მცველი, ეშლი კოული სამი კვირის წინ თურმე კიდევ ერთ დავიდარაბაში გაეხვა. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში მანდილოსანს, “ემტივის” წამყვან დონატელა პანაიოტოს აუხირდა და გაბრაზებულ გულზე შამპანური სახეში შეასხა.

სანამ დაცვა ჩაერეოდა, ვალში არც დონატელა დარჩა და გაშველებამდე სილის გაწვნა მაინც მოასწრო. პოლიცია ამ ინციდენტზე გამოძიებას უკვე აწარმოებს. ეშლი კოული კი, არაერთხელ გაბმულა ასეთ უსიამოვნებებში. მაგალითად, 2009 წელს იგი მანქანის უკანონოდ მართვისთვის დააკავეს და გვარიანადაც დააჯარიმეს.

0.126409