ინდიკარის მრბოლი დარიო ფრანჩიტი (რომელიც ინდიკარის 3-გზის ჩემპიონია) და ეშლი ჯადი ერთმანეთს ოფიციალურად შორდებიან, დიდი ხნის ცოლ-ქმრობის შემდეგ. ქორწილი მათ ჯერ კიდევ 2001 წელს გადაიხადეს, მანამდე, 2 წელიწადი დანიშნული იყვნენ, შეხვედრები კი ბევრად უფრო ადრე დაიწყეს.
ისინი ერთად გაესაუბრნენ ონლაინ გაზეთის People-ის ჟურნალისტს და გამოტყდნენ, რომ გადაწყვეტილება ორმხრივად მიიღეს. “ჩვენ ერთად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე და ჩვენი დაშორება სულაც არ ნიშნავს, რომ აღარ გვექნება ოჯახი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთი ოჯახი და განვაგრძობთ ურთიერთობას, რომელიც დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ემყარება” - აცხადებს წყვილი.