კალათბურთი

20:04 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისმა” კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

ზედიზედ მესამე მატჩია საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” გამანადგურებელი ანგარიშით ამარცხებს მეტოქეებს. წინა ტურებში რიონისპირელებმა გასვლაზე “სოხუმი” და შინ “რუსთავი” იმსხვერპლეს. ამჯერად კი, მათი კარგი თამაშის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს თბილისის “მაკაბის” ახალბედა კალათბურთელებმა.

ახალგაზრდა დედაქალაქელებთან პაექრობაში თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ქუთათურები მოწინააღმდეგეს დიდი ანგარიშით მოუგებდნენ. მართლაც, ბოლო პერიოდის გარდა მასპინძლებმა ყველა მეოთხედი ორნიშნა სხვაობით მოიგეს. ფაქტობრივად, მეტოქეთა შორის ბრძოლა არ გამართულა, ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. სტუმართა მხრიდან მხოლოდ ლევან რევაზაშვილი და გიორგი ფერიაშვილი გამოირჩეოდნენ. პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა თავიანთ გუნდს შესაბამისად 30 და 22 ქულა შესძინეს, ამასთან, ფერიაშვილს 8 მოხსნაც დაუგროვდა და ახლოს იყო ორმაგ დუბლთან. დანარჩენმა კალათბურთელებმა “მაკაბის” მხრიდან თავი ვერაფრით დაგვამახსოვრეს მეგენეიშვილის გარდა, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.  

მასპინძელთა რიგებში ერთბაშად 7 კალათბურთელი იყო ისეთი, რომლებმაც 10 და მეტი ქულა გააკეთეს. 19-19 ქულა ქუთათურებს დავით ბარბაქაძემ და ავთანდილ ლომინაშვილმა შესძინეს. აღსანიშნავია, რომ ლომინაშვილმა ეს შედეგი მოედანზე 18 წუთის განმავლობაში აჩვენა. 18-18 ქულით მასპინძელთა რიგებში ცეკვავა და დვალიშვილი გამოირჩნენ.

ჯამში აკაკი დვალიშვილი ისევ ყველაზე სასარგებლო იყო მოედანზე, რადგანაც მან ჩაგდებულ ქულებს 21 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც დაუმატა. რუსთაველებთან მატჩის მსგავსად, დასავლელთა რიგებში ძალინ პროდუქტიულები იყვნენ ზაურ ფაშაევი და ლევან გრძელიძე, რომლებიც ამჯერადაც მაღალი შედეგიანობით ისროდნენ. მართალია, ქუთაისელთა გამთამაშებლებს 100%-იანი მაჩვენებლები არ ჰქონიათ, მაგრამ მათ სიზუსტეს კარგი ასისტენტობაც დაემატა და ჯამში გუნდმა იხეირა. ფაშაევს შეხვედრაში 5, ხოლო ახალგაზრდა გრძელიძეს 7 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

მთლიანობაში, “ქუთაისმა” ყველა საკალათბურთო ასპექტში აჯობა მეტოქეს და არ უნდა იყოს გასაკვირი ის ანგარში, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა.

შემდეგ ტურში ქუთაისელებს სერიოზული გამოცდა ელით, რადგანაც მათი მოწინააღმდეგე ლეგიონერებით გაძლიერებული “ბათუმი” იქნება.

 

 

. ქუთაისი ქუთაისი 117 - 69 მაკაბი
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
ქუთაისი 23 37 28 29 117
მაკაბი 9 20 16 24 69
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 25:48 2 2 100 3 4 75 0 0 0 1 2 3 5 1 1 3 1 13
6 ლევან გრძელიძე 16:27 1 4 25 3 4 75 0 0 0 1 1 2 7 2 0 1 0 11
7 რევაზ დიდია 10:06 0 0 0 0 2 0 0 0 0 0 0 0 0 2 1 0 0 0
8 ლევან ცეკვავა * 27:36 2 5 40 4 11 36.4 2 2 100 0 3 3 8 1 4 3 0 18
9 დიმიტრი დვალიშვილი 13:03 2 6 33.3 0 2 0 0 0 0 1 2 3 1 1 1 0 0 4
10 ნოდარ მესხი 08:06 2 2 100 0 0 0 0 0 0 2 1 3 2 2 0 0 1 4
13 დავით ბარბაქაძე * 20:51 5 5 100 3 6 50 0 1 0 1 3 4 0 3 1 2 0 19
14 ავთანდილ ლომინაშვილი 18:35 9 16 56.2 0 0 0 1 2 50 3 5 8 1 1 1 0 0 19
15 გიორგი ბარბაქაძე * 25:48 3 5 60 0 5 0 4 4 100 2 3 5 3 1 0 2 0 10
21 აკაკი დვალიშვილი * 25:52 7 12 58.3 0 0 0 4 4 100 10 11 21 3 4 1 2 1 18
22 ბექა ქორიძე 03:54 0 0 0 0 1 0 1 2 50 1 0 1 2 0 1 0 0 1
23 უჩა გამრეკლიძე 03:54 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 0 0 0 0
1 5 6 0 0 0 0 0 0
33 58 56.90 13 35 37.14 12 15 80.00 24 36 60 32 19 11 13 3 117
 
მაკაბი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი ტეტელაშვილი * 24:11 1 3 33.3 0 2 0 2 4 50 1 4 5 2 3 5 0 0 4
5 გელა გულმაგარაშვილი 10:34 0 0 0 0 0 0 2 2 100 0 0 0 0 0 0 1 0 2
6 სანდრო მეგენეიშვილი * 37:19 0 2 0 0 0 0 1 2 50 0 6 6 14 2 4 2 0 1
9 მაიზერ რევაზაშვილი * 31:58 2 5 40 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 3 1 0 0 4
10 გუგა პატარაია 12:05 1 1 100 0 0 0 0 2 0 1 1 2 1 3 2 0 0 2
11 ირაკლი სარიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 ხვიჩა ხოსიტაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 ირაკლი ბეშქენაძე 09:38 2 5 40 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 0 1 1 4
15 ლევან რევაზაშვილი * 40:00 9 17 52.9 3 9 33.3 3 7 42.9 1 5 6 2 2 4 0 1 30
21 გიორგი ფერიაშვილი * 32:52 9 22 40.9 0 0 0 4 6 66.7 3 5 8 0 0 3 1 1 22
22 ოთარ ბუთხუზი 01:23 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0
2 1 3 0 0 0 1 0 0
24 55 43.64 3 11 27.27 12 23 52.17 9 23 32 20 15 20 6 3 69
 

მსაჯები:დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი

კომისარი:თენგიზ ქიქოძე 

 

1 ქუთაისი 3 3 / 0 298 / 193 6
2 არმია 2 2 / 0 147 / 111 4
3 სოხუმი 3 1 / 2 198 / 196 4
4 ოლიმპი 2 1 / 1 182 / 164 3
5 ბათუმი-რსუ
2 1 / 1 166/157 3
6 მაკაბი 3 0 / 3 211 / 300 3
7 რუსთავი 3 0 / 3 162 /254 3
8 დინამო 1 1 / 0 70 / 63 2
9 შსს აკადემია 1 1 / 0 87 / 83 2

 

http://superleague.ge - ის სტატისტიკა

 

0.306402