სხვა

16:24 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი მაკე-კოშამდე

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც ტოკიოში სექტემბრის ბაშოზე ირჯება, უარყოფით ბალანსთან და შესაბამისად, წოდებაში დაქვეითებისგან ერთ ნაბიჯშია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და წარმატებულად ნამდვილად ვერ ასპარეზობს.

ამჯერად, გაგამარუ უვატედაშინაგეთი აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტოკიტენკუსთან დამარცხდა და ეს, მისთვის მე-7 წაგება გახლდათ. ჯუღელს აქტივში 5 მოგება შერჩა და იმისთვის, რომ მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გადაურჩეს, დარჩენილ სამივე ორთაბრძოლაში უნდა იმარჯვოს.

ტოკიოს ბაშოს მე-13 დღეს გაგამარუს მეტოქე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტენკაიჰო იქნება, რომელსაც 7 მოგება და 5 მარცხი გააჩნია და დადებითი ბალანსისთვის ერთადერთი გამარჯვებაღა სჭირდება.

სექტემბრის სუპერტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მე-11 გამარჯვება ოძეკი კოტოშოგიკუსთან მიითვალა. “თეთრი ფენიქსის” უახლოეს მდევრად ოძეკი კისენოსატო იქცა, რომელმაც იოკოძუნა ჰარუმაფუჯის აჯობა და მე-10 მოგება გაიფორმა.

სექტემბრის ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=MWniSsXfuA0&feature=player_embedded#t=0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114093