ჩოგბურთი

0:00 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი მოგება ფინალამდე

 დევისის თასის მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთი ტიტულის დაცვას წარმატებით განაგრძობს. არგენტინასთან ნახევარფინალურ პაექრობაში დასავლეთსლავებმა ორივე საწყისი მატჩი მოიგეს და პატაგონიელთა საბოლოოდ დასამარცხებლად, დარჩენილ 3 შეხვედრაში ერთადერთი გამარჯვების მოპოვებაღა მართებთ.

ჩეხებს პირველი ქულა 34 წლის რადეკ შტეპანეკმა მოუპოვა, რომელმაც 5 წლით უმცროს ხუან მონაკოს 7:6 (7:3), 6:3, 6:2 მოუგო. უფრო მეტად გაუჭირდა ტომაშ ბერდიხს. მას 3 საათი დასჭირდა ლეონარდო მაიერის წინააღმდეგობის დასაძლევად 6:4, 4:6, 6:3, 6:4.

0.134252