ჭიდაობა

14:54 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთი მედალი ერთ ნაბიჯში

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 74 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრები კი ერთი ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს - პოდიუმზე ასასვლელად მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი იჭიდავებს.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა ძირითად ბადეში მოლდოველი ანდრეი რომანოვი და ევროპისა და მსოფლიოს აზერბაიჯანელი პრიზიორი ჯამალადინ მაგომედოვი დაამარცხა. ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუგაევთან წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც უნგრელ დანიელ ლიგეტის დაეჭიდება.

მაქარაშვილმა ძირითად ბადეში ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა – რუსეთის ნაკრების წევრ ანიუარ გედუევთან ვერაფერს გახდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მაგრამ იქაც პირველსავე მეტოქესთან – პოლონელ კრისტიან ბრზოზოვსკისთან დამარცხდა.

ფინალური შეხვედრები 19 საათიდან დაიწყება.

0.115039