ისტორია

10:48 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე სპორტის ისტორიიდან - 1 მარტი

1943. დაიბადა ხოსე ანხელ ირიბარი. ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარე. 1962-80 წლებში ბასკური კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 614 ოფიციალური მატჩი. 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 1966 წლის მუნდიალის მონაწილე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. ორჯერ ფლობდა ესპანეთის თასს, 1970 წელს კი დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო მეკარედ. უეფას თასის ფინალისტი (1977). 1970-71 წლების სეზონში 1018 წუთის განმავლობაში ირიბარი საკუთარ კარს “მშრალად” ინახავდა. 1980-86 წლებში მუშაობდა მწვრთნელად, შემდეგ კი ბედი პოლიტიკაშიც სცადა. ირიბარი ბასკეთის დამოუკიდებლობის იდეას ემხრობა. ამჟამად ბასკეთის ნაკრების მწვრთნელია.


მნიშვნელოვანი ფაქტები

1872. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია დაეთანხმა შეფილდის ასოციაციის წინადადებას და ფეხბურთის წესებში კუთხურის ჩაწოდება დააკანონა.
1921. ფიფას პრეზიდენტად ფრანგი ფუნქციონერი ჟიულ რიმე აირჩიეს. ღიმე მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს 33 წლის განმავლობაში მეთაურობდა.
1934. პრიმო კარენარამ, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ტომი ლოგრანი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1941. ელმერ ლეიდენი ამერიკლული ფეხბურთის ეროვნული ლიგის პირველ კომისრად აირჩიეს.
1949. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესინალ მოკრივეთა შორის, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯო ლუისმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.
1965. ავსტრალიელ მოცურავე დონ ფრეზერს ხულიგნური საქციელისთვის ათწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
1983. ტამარა მაკკინლი პირველი ამერიკელი მოთხილამურე ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიოს თასის მოპოვება მოახერხა.
1985. მილუოკელმა ბიზნესმენმა ჰერბ კოლმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი “მილოუკი ბაქზი” შეიძინა.
1988. უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩებში 1050-ე შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რითიც ლეგენდარული გორდი ჰოუს მიღწევა გააუმჯობესა.
1989. დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა კოლინ მოინიჰენმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგი იყო ინგლისური საფეხბურთო კლუბების ევროარენაზე დაბრუნებისა. ამის მიზეზად მინისტრმა ინგლისის სტადიონებზე საფეხბურთო ხულიგნების წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტური ზომები მიიჩნია. ინგლისის კლუბები ევროსარბიელიდან 1985 წელს მოკვეთეს, როდესაც ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე, “ლივერპულსა” და “იუვენტუსს” შორის, ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური მატჩის დაწყებამდე მომხდარ არეულობასა და ადამიანთა მსხვერპლში ინგლისელი ქომაგები დაადანაშაულეს.
1989. კანადელი მძლეოსნის ბენ ჯონსონის მწვრთნელმა დაკითხვაზე აღიარა, რომ სპრინტერი სტეროიდებს 1981 წლიდან მოიხმარდა.
1992. ჯენი ტომპსონმა ქალთა შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:01.40).
1992. ნელსონ დიბელმა მამაკაცთა შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (54.48).
1996. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე წარმატებული მწვრთნელის ლენი უილკინსის გუნდმა რეგულარული პირველობის მატჩში მეათასე მოგება იზეიმა.
1998. გლაზგოს “რეინჯერსის” ფეხბურთელს, რიჩარდ გაფს ერთ დღეს ორჯერ უჩვენეს წითელი ბარათი. “ჰართსთან” მატჩის მსვლელობისას  (შეხვედრა 2:2 დასრულდა) გაფი ორი გაფრთხილების გამო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით იგი მსაჯთა ოთახში შეიჭრა და იქიდანაც წითელი ბარათით გაისტუმრეს.
2005. გადაწყდა რომ საქართველო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე ბორჯომ-ბაკურიანის კანდიდატურას წარუდგენდა.
2005. ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ჯერმენ პენანტი (იმხანად იგი “ბირმინგემ სიტიში” იყო განათხოვრებული), ავტომობილის საჭესთან მთვრალი და მართვის მოწმობის გარეშე იჯდა, რის გამოც მას სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
2005. “მანჩესტერ იუნაიტედის” ირლანდიელი ნახევარმცველი, როი კინი ბრიტანული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა. მას ბრალი 16 წლის ბიჭზე თავდასხმაში ედებოდა, თუმცა სამართალდამცავებმა ფეხბურთელის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.
2006. საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა მალტის საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. დასკვნით მატჩში კლაუს ტოპმიოლერის გუნდის მეტოქე მასპინძლები იყვნენ. ამ მატჩში საქართველომ მარცვალაძისა და გოცირიძის მიერ გატანილი გოლებით გაიმარჯვა. ამავე დროს 58-ე წუთზე მოედნიდან კანკავა გააძევეს. საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: რევიშვილი, მჭედლიშვილი (ბჟალავა, 55), ღვინიანიძე, ცქიტიშვილი, ფოფხაძე, განუგრავა, კანკავა, კობიაშვილი, მუჯირი (მახარაძე, 61), რ. გოცირიძე (ჭელიძე, 82), მარცვალაძე.
2007. საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიაში გამართულ ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და ირლანდიელ თანატოლებთან 1:3 წააგო.
2007. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბის “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის” პრეზიდენტობიდან სტივ პეტერსონი გადადგა.
2008. გერმანელი არბიტრი მარკუს მერკი პირველი მსაჯი იყო, რომელმაც ფეხბურთში ვიდეოჩანაწერის შემოღებას დაუჭირა მხარი.
2008. ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური იარაღით სროლისას ნინო სალუქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2009. კარდიფის “მილენიუმის” სტადიონზე ინგლისის ლიგის თასის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედმა” პენალტების სერიით “ტოტენჰემ ჰოთსპურზს” 4:1 მოუგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.

ამ დღეს დაიბადნენ
1935. ჟორჟ ჟენერო. კანადელი ტყვიის მსროლელი. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1940. იოჟეფ საბო. საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის “დინამოს,” ლუგანსკის “ზარიასა” და მოსკოვის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1961, 1966, 1967, 1968) და საკავშირო თასის ორგზის მფლობელი (1964, 1966). საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებული აქვს 40 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1972 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი. 1966 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. წვრთნიდა უკრაინის ნაკრებსა და კიევის “დინამოს”.
1943. ხოსე ანხელ ირიბარი. ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარე. 1962-80 წლებში ბასკური კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 614 ოფიციალური მატჩი. 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 1966 წლის მუნდიალის მონაწილე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. ორჯერ ფლობდა ესპანეთის თასს, 1970 წელს კი დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო მეკარედ. უეფას თასის ფინალისტი (1977). 1970-71 წლების სეზონში 1018 წუთის განმავლობაში ირიბარი საკუთარ კარს “მშრალად” ინახავდა. 1980-86 წლებში მუშაობდა მწვრთნელად, შემდეგ კი ბედი პოლიტიკაშიც სცადა. ირიბარი ბასკეთის დამოუკიდებლობის იდეას ემხრობა. ამჟამად ბასკეთის ნაკრების მწვრთნელია.
1943. ვოლფგანგ შაიდელი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოციგურავე. 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.
1943. მაურო ჩეკოლი. იტალიელი ცხენოსანი. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1952. მარტინ ონილი. ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1971-80 წლებში თამაშობდა “ნოტინგემ ფორესტსში” და გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი. მონაწილეობდა მსოფლიოს 1982 წლის პირველობაზე. წვრთნიდა “ლესტერ სიტისა” და “სელტიკს”. ლესტერელებს ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა, გლაზგოელებს სამ-სამჯერ შოტლანდიის ჩემპიონობა და ასოციაციის თასი, ერთხელ შოტლანდიის ლიგის თასი. ბოლო დროს ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი იყო, ამჟამად “სანდერლენდის” დამრიგებელია.  
1956. მარკ ტოდი. ახალზელანდიელი ცხენოსანი. ორ-ორჯერ აქვს მოგებული ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი.
1967. აარონ ვინტერი. სურინამული წარმოშობის ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის,” მილანის “ინტერისა” და რომის “ლაციოს” ფეხბურთელი.
1970. იოლანდა გრიფიტი. ამერიკელი მძლეოსანი. 110 მეტრზე თარჯრბენში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1973. კრის ვებერი. “გოლდენ სთეით უორიორზის,” “ვაშინგტონ უიზარდსის,” “საკრამენტო კინგზისა” და “ფილადელფია სიქსერზის” მძიმე ფორვარდი (208 სმ).
1977. არტურ ვიხნიარეკი. პოლონელი ფეხბურთელი. ბილეფელდის “არმინიას” წევრი.
1977. როდ უაითი. ამერიკელი მშვილდოსანი. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1977. მაქსიმ ბუზნიკინი. რუსეთის ნაკრების, “ყუბანის,” “ლადას,” მოსკოვის “სპარტაკის,” “სატურნის,” მოსკოვის “ლოკომოტივის,” “როტორის”, “როსტოვის”   ფეხბურთელი. მოპოვებული აქვს რუსეთის ჩემპიონობა.

0.122658