1981. დაიბადა სამუელ ეტოო. კამერუნის ნაკრების, მადრიდის “რეალის”, “მალიორკას”, “ბარსელონას”, “ინტერის”, მახაჩყალის “ანჟის” ფორვარდი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2000 და 2002 წლებში გახდა აფრიკის ეროვნებათა თასის მფლობელი. კამერუნის ნაკრების 109 მატჩში გაიტანა 53 გოლი. სამჯერ დაასახელეს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. “რეალსა” და “ბარსელონასთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. ეტოო საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელიცაა (1998). ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ორჯერვე მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. “ბარსელონასა” და “მალიორკას” შემადგენლობაში მოგებული აქვს ესპანეთის “სამეფო თასი”.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1888. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ ჯო სალივანისა და ჩარლი მიჩელის 30 რაუნდიანი ორთაბრძოლა, ფრედ დასრულდა.
1896. თანამედროვეობის პირველი მარათონული გარბენი, ბერძენმა ხარილაოს ვასილიაკოსმა მოიგო (3:18).
1903. ჰოკეიში სტენლის თასისთვის ბრძოლაში, “ოტავა სილვერმა” “მონრეალ AAA” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა.
1909. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯეკ ჯონსონსა და ვიქტორ მაკლაგენს შორის ჩემპიონის ტიტულისათვის ორთაბრძოლა მეექვსე რაუნდში შეწყდა და გამარჯვებული არ გამოვლენილა.
1913. “კვებეკ ბულდოგზმა”, “სიდნეი მილიონეირზი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ჰოკეიში სტენლის თასი მოიპოვა.
1920. ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩში, “კვებეკ ბულდოგზის” მოთამაშე ჯიმ მელოუნმა, “ოტავა სენატორზს” ექვსი შაიბა გაუტანა.
1923. ესპანეთის პროვინციის კასტელიონის პატარა ქალაქ ვილიარეალში დაარსდა ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი. 1998
1934. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “
1949. ბეისბოლის ეროვნული ლიგის “
1951. აშშ-ს გამოძიებათა ფედერალური ბიუროს დირექტორმა ედგარ ჰუვერმა, ბეისბოლის ეროვნული ლიგის კომისრობაზე უარი განაცხადა.
1956. გერმანელმა პილოტმა პიტერ ტვისმა, ავიაგაფრენის სისწრაფის რეკორდი დაამაყარა.
1957. იტალიაში “საფეხბურთო აჯანყება” დაიწყო.
1963. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “სან ფრანცისკო უორიორზის” ვარსკვლავმა უილტ ჩემბერლენმა, “სირაკუზს” 70 ქულა ჩაუგდო.
1976. პოლონელი კრისტინა ჰოინოვსკა პირველი ქალი გახდა, რომელმაც ნავით მსოფლიოს შემოუარა.
1982. ფეხბურთიდან გააცილეს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟაირზინიო. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. 1966 და 1974 წლების მუნდიალების მონაწილე.
1982. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა ვლადიმერ გუცაევმა. იმ დღეს, საკავშირო ნაკრებმა საბერძნეთს 2:0 მოუგო. სულ, გუცაევმა ნაკრებში 11 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
1985. “დალას მავერიკსის” მთავარი მწვრთნელი დიკ მოტა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რიგით მეოთხე დამრიგებელი გახდა, რომლის გუნდმაც რეგულარული პირველობის მე-700 მატჩი მოიგო.
1985. ტოკიოში მიმდინარე ცუგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის პირველობა საბჭოთა სპორტსმენმა ალექსანდრ ფადეევმა მოიპოვა, ხოლო სპორტულ წყვილთა შორის ჩემპიონები მისი თანამემამულეები, ვალოვა და ვასილიევი გახდნენ.
1991. მერლინ ოტიმ, დარბაზში 200 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (22.24).
1991. ედი სატონი აშშ-ს სტუდენტური საკალათბურთო ლიგის (NჩAA) პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ფლეი-ოფში ოთხი სასწავლებლის გუნდი გაიყვანა.
1991. ლუქსემბურგელმა სამთომოთხილამურე მარკ ჟირარდელიმ, გიგანტურ სლალომში მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
1991. გერმანიის მამაკაცთა ნაკრებმა, 400 მეტრზე ესტაფეტით სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:3.05).
1992. გერმანიის ქალთა ნაკრებმა, 400 მეტრზე ესტაფეტით სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:7.05).
2007. “
2009. მიუნხენის “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ლისაბონის “სპორტინგი” 7:1 დაამარცხა, 2 მატჩის ჯამში, მეტოქეს 12:1 სძლია, რაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის რეკორდია. იმავე დღეს, “ლივერპულმა” მადრიდის “რეალს” 4:0 მოუგო.
ამ დღეს დაიბადნენ
1908. კრისტიან პალუსალუ. ფინელი მოჭიდავე. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1926. მარკ ჰეინესი. “ჰარლემ გლოუბთროთერზის” ვარსკვლავი, შეყვანილია საკალათბურთო “დიდების დარბაზში”.
1927. იუპ დერვალი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ლეგენდარული ჰელმუტ შიონი და ბუნდესნაკრები 1980
1932. ანატოლი როშჩინი. საბჭოთა მოჭიდავე. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1936. ზეპ ბლატერი. შვეიცარიელი საფეხბურთო ფუნქციონერი. FIFA-ს პრეზიდენტი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1972 და 1976 წლების ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაში. 1975
1939. ირინა პრესი. საბჭოთა მძლეოსანი ქალი. 80 მეტრზე თარჯრბენში, 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1964 წლის ოლიმპიადაზე მოიგო ხუთჭიდელთა ასპარეზობა, რითიც ამ დისციპლინაში პირველი ჩემპიონი ქალი გახდა.
1964. ანტონ “ტონი” პოლსტერი. ავსტრიელი ფორვარდი. ნაკრების რიგებში ჩაატარა 95 მატჩი, გაიტანა 44 გოლი. გამოდიოდა ავსტრიის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის ჩემპიონატებში. სამჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ამდენჯერვე გახდა ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
1968. პაველ სრნიჩეკი. ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. გამოდიოდა. ინგლისურ პრემიერლიგასა და იტალიის სერია A-ს კლუბებში.
1969. მაგნუს სვენსონი. შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი. კარიერის მიწურულს გამოდიოდა დანიურ “ბრონდბიუში”.
1977. შენონ მილერი. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე მხატვრულ ტანვარჯიშში მოპოვებული აქვს ოქროსა და ვერცხლის ორ-ორი, აგრეთვე ბრინჯაოს სამი მედალი.
1978. ლუკას ნილი. ავსტრალიის ნაკრების ფეხბურთელი.
1978. არჩილ სახვაძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “ლოკომოტივის,” ლონდონის “ჩელსის” ახაგაზრდული გუნდის ნახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. საქართველოს ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
1981. ლევან ცაგურია. სოხუმელი ფალავანი. პირველი ევროპელი პროფესიონალი სუმოისტი. მეხუთე, მეოთხე, მესამე და მეორე დონის ჯგუფების გამარჯვებული. 2005
1981. სამუელ ეტოო. კამერუნის ნაკრების, მადრიდის “რეალის”, “მალიორკას”, “ბარსელონას”, “ინტერის”, მახაჩყალის “ანჟის” ფორვარდი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2000 და 2002 წლებში გახდა აფრიკის ეროვნებათა თასის მფლობელი. კამერუნის ნაკრების 109 მატჩში გაიტანა 53 გოლი. სამჯერ დაასახელეს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. “რეალსა” და “ბარსელონასთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. ეტოო საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელიცაა (1998). ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ორჯერვე მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. “ბარსელონასა” და “მალიორკას” შემადგენლობაში მოგებული აქვს ესპანეთის “სამეფო თასი”.
1983. კლინტ დემპსი. აშშ-ს ნაკრებისა და MLS-ის “ნიუ ინგლენდ რევოლუშენის” ფეხბურთელი.
1985. ჯეკ ბატლერი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ნიუ იორკ ნიკზის” მეფარე (211 სმ).