1886. დაიბადა ვიტორიო პოცო. ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “სკუადრა აძურა” 1934 და 1938 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლები მოიპოვა. საკლუბო დონეზე წვრთნიდა “ტორინოს” (1912-24). ფეხბურთელობისას იცავდა “გრასჰოპერსისა” (1906-07) და “ტორინოს”(1907-11) ღირსებას. ვიტორიო პოცო გულის შეტევით 1968 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1888. ბირმინგემის მაღაზიათა ქსელის მეპატრონემ და საფეხბურთო კლუბ “ასტონ ვილას” მმართველობითი ორგანოს წევრმა უილიამ მაკგრეგორმა ხუთი კლუბის ხელმძღვანელებს წერილით მიმართა და ქაოსურად დაგეგმილი ბევრი ამხანაგური მატჩის სანაცვლოდ რეგულარული ჩემპიონარის ჩატარება შესთავაზა. მაკგრეგორმა პირველობის ფორმატიც განსაზღვრა – გუნდებს ერთმანეთთან ორ წრედ, შინ და გარეთ უნდა ეთამაშათ. ბირმინგემელი კომერსანტის ამ იდეამ მოწონება ჰპოვა და 1888 წლის 8 სექტემბერს ინგლისელთა საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი 5 მატჩი ჩატარდა.
1892. კრივში ორთაბრძოლის ახალი წესების შემოღების შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი პაქერობა შედგა. ილინოისის შტატის ქალაქ ნამეოკიში, ჰარი შარპი და ფრენკ კროსბი გამარჯვებულის ვინაობას 77 რაუნდის განმავლობაში არკვევდნენ.
1918. გარდაიცვალა ჯონ სალივანი. ამერიკელი მოკრივე, რომელიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.
1949. გოლფისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ბენ ჰოგანი საავტომობილო ავარიაში მოჰყვა და სერიოზულად დაშავდა.
1954. ბევო ფრენსისმა აშშ-ის კოლეჯთა საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩში 113 ქულა მოაგროვა.
1962. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, უილტ ჩემბერლენმა 100 ქულა მოაგროვა. ეს ჩემბერლენის “ფილადელფია უორიორზის” და “ნიუ იორკ ნიკზის” მატჩში მოხდა. უილტმა 63 ორქულიანიდან 36 ჩააგდო, ხოლო 32 საჯარიმო ტყორცნიდან ზუსტად 28 მცდელობა გამოიყენა. შეხვედრა კი, “უორიორზმა” მოიგო (169:147).
1962. ჯონ უელსესმა სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4.88 მ).
1964. ჰოლანდიელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე სოიკიე დეექსტრა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1967. დაარსდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (
1969. სტენ კოველესკი და უაიტ ჰოიტი ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1970. პიტ მარავიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც კოლეჯთა ჩემპიონატის მატჩებში 3 ათასი ქულის დაგროვება მოახერხა.
1977. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “
1991. “ლივერპულიდან” წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა ალან ჰანსენმა. იგი “ენფილდზე” 1977
1992. კიერენ პერკინსმა, 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:32.40).
1992. დენი ევერეტმა დარბაზში 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (45.02).
1993. ირინა პრივალოვამ დარბაზში 50 მეტრზე ქალთა შორის სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.05).
2005. დასრულდა ორწლიანი დავა “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავ კობი ბრაიანტსა და 19 წლის გოგონას შორის, რომელიც კალათბურთელს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. მხარეებმა პროცესუალურ შეთანხმებას მიაღწიეს.
2005. ჩეხმა ნახევარმცველმა მარეკ იანკულოვსკიმ იტალიურ “მილანთან” გააფორმა კონტრაქტი.
2005. ესპანეთის ნაკრების თავკაცი ლუის არაგონესი ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო 3 ათასი ევროთი დააჯარიმეს. იმ მატჩის შესვენებისას არაგონესმა ხოსე ანტონიო რეიესთან საუბრის დროს ლონდონის “არსენალის” იმჟამინდელი ფორვარდი, ტიერი ანრი “შავ მაიმუნად” მოიხსენია.
2005. ლონდონის “ჩელსიმ” თავდამსხმელ ნიჰატთან გააფორმა კონტრაქტი. თურქი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში “რეალ სოსიედადიდან” გადავიდა.
2007. პორტუგალიის ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაში მასპინძელ თანატოლთა გუნდს სძლია (1:0). ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გიორგი ხუმარაშვილმა გაიტანა.
2007. ქალაქ კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ გიორგი დემეტრაძის სარჩელი განიხილა, რომელიც უკრაინის ფეხბურთის ფედერაციისა და პროფესიული ფეხბურთის ლიგისკენ იყო მიმართული. ქართველი ფეხბურთელის აზრით, აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა და მის სამუშაო უფლებებს ზღუდავდა. სხდომა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და რამდენიმე დღით გადაიდო.
2008. მსოფლიოს თასის გათამაშებაში ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. Gიორგი ბაინდურაშვილმა (81 კგ) და ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ) პირველობა მოიპოვეს, საბა გავაშელიშვილი კი ვერცლის მედალოსანი გახდა.
2008. უნგრულ სომბათჰეიში გამართულ “ოქროს დიდ პრიზზე” პირველი ადგილი დაიკავა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ბადრი ხასაიამ (84 კგ).
2010. პარიზის “სენ დენიზე” ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა საფრანგეთისას 2:0, რითაც ამ ქვეყანაში 42 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხა “სამფეროვანთა” დამარცხება.
ამ დღეს დაიბადნენ
1881. კარლ ფრედერიკი. ტყვიის სროლაში 1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1886. ვიტორიო პოცო. ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “სკუადრა აძურა” 1934 და 1938 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლები მოიპოვა. საკლუბო დონეზე წვრთნიდა “ტორინოს” (1912-24). ფეხბურთელობისას იცავდა “გრასჰოპერსისა” (1906-07) და “ტორინოს”(1907-11) ღირსებას. ვიტორიო პოცო გულის შეტევით 1968 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა.
1891. ფრენკ ფოისტონი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “სიეტლის” მოთამაშე. შეყვანილია ჰოკეისტთა “დიდების დარბაზში”.
1900. აზა სმიტ ბუშნელი. აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ოცი წლის განმავლობაში (1945-65).
1921. კაზიმეჟ გურსკი. პოლონელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ქვეყნის ყველაზე წარმატებული დამრიგებელი. გურსკიმ პოლონეთს 1972
1947. ჰარი რედნაპი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა “ვესტ ჰემსა” და “ბორნმუთში”. წვრთნიდა ამ გუნდებს, აგრეთვე, “პორტსმუთს”, “საუთჰემპტონს”, “ტოტენჰემ ჰოთსპურსს”. პორტსმუთელებს 2008
1963. ტანუ კარაიკოვი. ბულგარელი ტყვიის მსროლელი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1966. ანდრეი ჩესნოკოვი. რუსი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს მონტე კარლოსა და კანადის ღია პირველობები. 1989
1968. შონ ელიოტი. “
1970. ერიკ ტენ ჰააგი. ჰოლანდიური “ტვენტეს,” “ვაალვიკისა” და “უტრეხტის” ფეხბურთელი.
1971. რომან კეჩმანეკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
1975. ტოდ ბერტუცი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერზის” მარჯვენა ფორვარდი.
1975. ალექსანდრ კოვალიოვი. რუსი ნიჩბოსანი. კანოეთი ასპარეზობისას ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.
1978. ტომაშ კაბერლუ. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების მცველი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
1981. რომეინ სატო. NBA-ის “
1987. ნუკრი რევიშვილი. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოსა” და ყაზანის “რუბინის” მეკარე. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 8 მატჩი.
1988. მიხაილ ომელჩენკო. რუსეთის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი (204 სმ).
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1985. ჯონ ბი კელი უმცროსი. ამერიკის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავკაცი. გარდაიცვალა 57 წლის ასაკში.
1995. ფრედ პერი. ინგლისელი ჩოგბურთელი. 1934-36 წლებში უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული.