ჭიდაობა

15:43 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ბრინჯაოს შანსი სერბეთში

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების უმსუბუქესი წევრი გიორგი ხაჩიძე სერბეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რეპეშაჟის ფინალშია.

42 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 11 მონაწილე შეიკრიბა. ქართველი წილისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა. გერმანელ იოჰან ფოგელს დაეჭიდა და ადვილად მოუგო  - 10:0. ნახევარფინალში კი სომეხ არმან მნოიანთან 3:6 დამარცხდა და ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, სადაც ბულგარელ აჰმედ ნეჟმიდინს შეხვდება.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ალექსანდრე კილაძემ (50 კგ), მამუკა ჩაჩუამ (58 კგ), ნიკა კენჭაძემ (69 კგ) და მოგელი მეზვრიშვილმა (85 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ევროპირველობას ოთხივე გამოეთიშა. სამი მათგანი პირველსავე წრეში დამარცხდა: კილაძე - ბელარუს ალექსანდრე კურიშტასთან (2-4), კენჭაძე - აზერბაიჯანელ რავილ ბაბაზადესთან (1:4, ხოლო მეზვრიშვილი - სომეხ ჰოვანეს მხითარიანთან (1:12).

ჩაჩუამ ევროპირველობა ლატვიელი ივარს სამუსონოკსის ძლევით (0:10) გახსნა. მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ დინ-ისლამ აჯიევთან ვეღარას გახდა (1:8) და მეტოქის ფინალში გასვლას დაელოდა, თავად დამამშვიდებელ ეტაპზე რომ გადართულიყო, მაგრამ აჯიევმა ფინალამდე წაიფორხილა.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება.

 

 

0.114671