ჭიდაობა

17:39 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ერთადერთი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე რეპეშაჟის ფინალში ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილს დაეჭიდება.

დღეს ევროხალიჩაზე ფერსელიძის გარდა ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ) და სოსო ჯაბიძეც (96 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ. გოგიტაძე პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა თურქ ფათიჰ უჩუნკუსთან და დამამშვიდებელი ეტაპის შანსიც აღარ მიეცა. ლაშხმა და ჯაბიძემ კი ევროპირველობაზე გამოსვლა რეპეშაჟის ნახევარფინალში დაასრულეს.

ფინალური ბლოკი 18 საათიდან დაიწყება.

 

 

0.15481