სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

18:24 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთადერთი და განუმეორებელი როჯერი

როჯერ ფედერერმა უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის მერვედფინალში ესპანელ ტომი რობრედოს (23) 6:1, 6:4, 6:4 მოუგო და ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც წლევანდელ ტურნირზე საკუთარი მოწოდება არ დაუთმია. 32 წლის შვეიცარიელმა ყველა 54 გეიმი მოიგო, რომელზეც თავად აწოდებდა. ფედერერი მეთორმეტედ გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში და ამ სტადიაზე თანამემამულე და თანაგუნდელ სტენ ვავრინკას (5) შეხვდება.

რობრედოს დამარცხებას როჯერმა საათნახევარი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში სადიდსლემო ასპარეზობების 17-გზის ჩემპიონმა 4 ბრეიკი და 11 ეისი შეასრულა. სადღეისოდ რეიტინგსიის 22-ე ნომერ რობრედოსთან ფედერერმა ურთიერთშეხვედრების ბალანსი 11:1 გახადა.

როჯერის სამეოთხედფინალე ოპონენტს რაც შეეხება, სტენ ვავრინკამ მერვედფინალში ესპანელ ფელისიანო ლოპესს 3 სეტით, 7:6, 7:6, 6:3 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12285