ფეხბურთი

21:08 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-4 ტური: ხმაური ლანჩხუთში, ილურიძის პირველი გოლი და სხვა ამბები

 უსკანდალოდ არც ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადმოტანილ მე-4 ტურს ჩაუვლია. ლანჩხუთში “გურიამ” “კოლხეთს” სძლია და ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. მსაჯმა თემურ ხუჭუამ ფეხბურთელებს 10 ყვითელი ბარათი უჩვენა, ფოთელთა კაპიტანი ომარ გოგონაია კი გააძევა (დღეს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა გოგონაია 3 თამაშით და 600 ლარით დასაჯა).

 მასპინძლები მე-4 წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს. ლანჩხუთელებმა გამარჯვებისა ბოლო წუთზე გაიტანეს საჯარიმო დარტყმით - კობა შალამბერიძემ კარის მიმართულებით მოჭრა ბურთი და საბა ლომიამ თავურით შეაგდო. მაგრამ კიდევ იყო ცხელი ეპიზოდები, როცა, მაგალითად, მსაჯებმა კოლხთა დამრიგებელ ზაზა ინაშვილს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მან კი მატჩის შემდეგ განაცხადა: სათქმელს არ დავმალავ – ხუჭუას მსგავსი მსაჯები ქართულ ფეხბურთს აბინძურებენო. დისციპლინარებმა ისიც 3 თამაშით დასაჯეს და 1 200 ლარით დააჯარიმეს.

 ქუთაისში “დილამ” “ზუგდიდს” 3:0 მოუგო, 10 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეორე ადგილზე დადგა. ეს გორელთა ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო, ზუგდიდელები კი ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩებიან ლიგაში.

“ზესტაფონის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა ხორვატია-კვიპროსმოვლილმა გიორგი ილურიძემ. მარგველებმა კი მიჯრით ორი წაგების შემდეგ “მიხეილ მესხზე” “სიონს” აჯობეს.

წინა ტურში რუსთავში შერცხვენილმა თბილისის დინამოელებმა ჯავრი დებიუტანტ “შუქურაზე” იყარეს, 6 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დაამტკიცეს, რომ რუსთავში წაგება შემთხვევითობა იყო და არა კრიზისის დასაწყისი.

16 სექტემბერი

დინამო (ბათუმი) – მერანი (მარტვილი) 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბადრი ტეტუნაშვილი (4), 1:1 აკაკი წყაროზია (16), 2:1 ამირან მუჯირი (49), 3:1 ბადრი ტეტუნაშვილი (84)

 

სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (34), 0:2 გიორგი ილურიძე (37), 1:2 გივი კვარაცხელია (89), 1:3 თორნიკე კაპანაძე (90)L

 

სამტრედია  სპარტაკი (ცხინვალი) 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 გიგა ბეჭვაია (12), 1:1 გიორგი კაჭკაჭიშვილი (45), 2:1 დავით კვირკველია (54), 3:1 გიორგი გაბედავა (65) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)  1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვალერი ბონდარენკო (88)

 

დინამო (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი) 6:0 (4:0)

გოლები: 1:0, 2:0 ნიკოლოზ საბანაძე (23, 35), 3:0 საბა ლობჟანიძე (39), 4:0 ლაშა შერგელაშვილი (45), 5:0 გიორგი პაპუნაშვილი (70), 6:0 გიორგი ჩირგაძე (80)

 

17 სექტემბერი

ზუგდიდი  დილა (გორი)  0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (20), 0:2 ლუკა რაზმაძე (30, პენალტით), 0:3 გიორგი ერისთავი (47)

 

გურია (ლანჩხუთი) – კოლხეთი (ფოთი) 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ერეკლე კილაძე (2), 2:0 საბა ლომია (4), 2:1 გიგა ამბროლაძე (15), 2:2 თამაზ ჯიშკარიანი (79), 3:2 საბა ლომია (90)

 

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი) 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 თეიმურაზ ღონღაძე (3, პენალტით), 2:0 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (45+1), 2:1 დაჩი ცნობილაძე (70)

 

მე-6 ტური

20 სექტემბერი: ზესტაფონი – შუქურა, დინამო (ბთ) – საპარტაკი

21 სექტემბერი: დინამო (თბ) – კოლხეთი, სიონი – მეტალურგი, ჩიხურა – დილა, სამტრედია – ტორპედო, გურია – მერანი, ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია

 

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

 

დინამო (თბილისი) 5 4 0 1 12 5 7 12
დილა (გორი) 5 3 1 1 7 1 6 10
სამტრედია (სამტრედია) 5 3 1 1 7 5 2 10
დინამო (ბათუმი) 5 3 0 2 6 5 1 9
მეტალურგი (რუსთავი) 5 2 2 1 6 3 3 8
ტორპედო (ქუთაისი) 5 2 2 1 5 3 2 8
ჩიხურა (საჩხერე) 5 2 1 2 5 5 0 7
სპარტაკი (ცხინვალი) 5 2 1 2 3 5 -2 7
ვიტ-ჯორჯია (თბილისი) 5 2 0 3 4 3 1 6
შუქურა (ქობულეთი) 5 1 3 1 4 9 -5 6
ზესტაფონი (ზესტაფონი) 5 2 0 3 12 7 5 6
სიონი (ბოლნისი) 5 1 2 2 5 7 -2 5
გურია (ლანჩხუთი) 5 1 2 2 3 10 -7 5
მერანი (მარტვილი) 5 1 1 3 4 7 -3 4
კოლხეთი (ფოთი) 5 1 1 3 4 8 -4 4
ზუგდიდი (ზუგდიდი) 5 0 3 2 2 6 -4 3
0.118258