კალათბურთი

18:05 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ნაკრებში შევსებაა: შენგელია ჩავიდა, ბურჯანაძე – გზაშია

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც მაკედონიური ტურნირიდან სლოვენიაში დაბრუნდა, შევსება მიიღო. იგორ კოკოშკოვის გუნდს ესპანეთიდან თორნიკე შენგელია შეემატა, რომელიც 1 კვირის წინ მამა გახდა, გასულ დღებში კი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც თავისმა ახალმა კლუბმა “ლაბორალმა“ მასმედიას და გულშემატკივრებს წარუდგინა.

შენგელიამ უკვე ივარჯიშა ეროვნულ ნაკრებთან, რამდენიმე საათში კი კოკოშკოვის სამწყსოს ბექა ბურჯანაძეც შეემატება. ბურჯანაძე ბოსნიიდან მიემართება სლოვენიაში. სარაევოდან ბურჯანაძესთან ერთად ეროვნული გუნდის ბანაკში მიდის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილიც, რომელიც ეროვნულში კოკოშკოვის ასისტენტია.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში აგრძელებს, ხოლო 24 ივლისიდან საერთშორისო ტურნირში ჩაებმება. ქალაქი როგაშკა 24-26 ივლისს ოთხ ნაკრებს უმასპინძლებს. ქართველები 24 ივლისს უკრაინას შეხვდებიან, 25-ში – სლოვენიას, ხოლო 26 ივლისს კანადას დაუპირისპირდებიან.

საქართელოს ნაკრებს ჯერ არ შეერთებია გიორგი შერმადინი, რომელიც სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს.

0.141267