მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ კვირაც აღარ დარჩა. ბრაზილიელი ქალბატონები დროს უქმად არ კარგავენ და როგორც შეუძლიათ, თავისი ქვეყნის გუნდის მხარდასაჭერად ოფლს ღვრიან.
მოდელი და მის “ბუმ-ბუმ” 2014 –ის ფინალისტი, ბრაზილიელი მოდელი დიანა მასედო, სელესაოს ფორმაში გამოეწყო და ეროტიკული ფოტოსესია გამართა. როგორც მოგვიანებით განმარტა, ეს მისი მცირე წვლილია თავისი ქვეყნის გუნდის მხარდასაჭერად. მას სჯერა, რომ სელესაო იმედებს არ გაუცრუებს და ყველაზე მეტად ნეიმარს გულშემატკივრობს, ამიტომაც იპოზიორა მისი მაისურებით ყველაზე ხშირად.