ფეხბურთი

2:12 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერნანესი “ინტერში”, კაკუტა “ლაციოში”

“ინტერმა” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ერნანესის ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა და ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ფეხბურთელი 2018 წლის 30 ივნისამდე მილანურ გუნდში ითამაშებს.

ერნანესმა “ინტერს” “ლაციოდან” მიაშურა. ის რომაულ გუნდში 2010 წლიდან თამაშობდა. “ლაციოს” შემადგენლობაში ბრაზილიელმა 154 შეხვედრა ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ლაციო” მხოლოდ გაყიდვით არ ყოფილა დაკავებული. რომაელებმა “ჩელსის” 22 წლის თავდამსხმელი გაელ კაკუტა სეზონის ბოლომდე არენდით აიყვანეს.

0.120316